შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2019
ასპინძის მომავალი წლის ბიუჯეტი 20 დეკემბერს დამტკიცდა. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი თვითმმართველობას ჯერ საკუთარ სარგებლობაში არსებულ ინტერნეტ გვერდებზე არ გამოუქვეყნებია.საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის განამრტებით, ბიუჯეტმა დამტკიცებამდე განხილვის ეტაპი გაიარა, რომლის დროსაც საკრებულომ მერიას იგი შენიშვნებით დაუბრუნა. რეკომენდაციები, ძირითადად, თვითმმართველობაში თანამდებობრივი სარგოების გაზრდას ეხებოდა: „ზოგიერთ მუხლში თანხების ზრდასთან და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით გვქონდა შენიშვნები. ამ მუხლებში რაც იყო თანხა გაწერილი, იმასთან შედარებით მეტობა რომ ყოფილიყო. იმიტომ, რომ ჩვენთან ყველაზე დაბალი ხელფასები იყო და მოხდა გათვალისწინება, კანონის შესაბამისად“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.მისივე თქმით, 2020 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებებია.რაც შეეხება კონკრეტულად ინფრასტრუქტურას, მომავალი წლისთვის მოწონებული და დამტკიცებულია ხუთი პროექტი, რომლებისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 2 954 000 ლარი დაიხარჯება. ეს პროექტებია:- ხიზაბავრა-სარო-ვარგავის ცენტრალური მილსადენის შეცვლა-რეაბილიტრაცია;- სოფელ რუსთავის შიდა გზები მოწესრიგება;- სოფელ ოშორას შიდა გზების მოწესრიგება;- დაბა ასპინძის ქუჩების მოწესრიგება;- სოფელ დამალას შიდა გზების მოწესრიგება.ხუთივე პროექტი მომავალ წელს უნდა დაიწყოს და დასრულდეს.მიმდინარე წელთან შედარებით, ასპინძის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა გაზრდილია: „2019 წელს, საწყისი ბიუჯეტი ხუთ მილიონამდე იყო, წელს კი წამოვიდა ინფრასტრუქტურული პროეტქების თანხებიც და გახდა 7 316 000. ნელა-ნელა თანხები ჩნდება და იზრდება ბიუჯეტი“, - ამბობს მელიქიძე.[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია