სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გადაიდო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ გვიპასუხეს, თუ რატომ შეიცვალა კონცერტის ჩატარების თარიღი. იხილეთ ღონისძიების პროგრამა:17:00-18:30 საკონცერტო პროგრამა „ორი ჯუჯა“ - ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი მეგობრებთან ერთად;18:30-18:45 ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია - ანსამბლი „მესხეთი“, ფოიერვერკი;18:45-20:00 კონცერტი ახალციხის ცენტრალურ პარკში. მონაწილეობენ: ნინო გველესიანი, Dudey, მარიამ ნანობაშვილი;აქცია - მოხალისე ახალგაზრდები გაყიდიან ჩაის, ყავას და ტკბილეულს. შემოსული თანხა ჩაირიცხება ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად;ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;ღონისძიებას გაახალისებენ ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია