გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფეისბუქის მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ გვაქვს - გრამ ბრუკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2019

“ატლანტიკური საბჭოს” DFRLab-ის დირექტორი გრამ ბრუკი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ ფეისბუქმა და DFRLab-მა საქართველოში ეჭვმიტანილი კოორდინირებული და არაავთენტური ოპერაციების გამოძიება ერთმანეთისიგან დამოუკიდებლად ჩაატარეს. ციფრულმა ლაბორატორიამ, დაახლოებით, 260 ჯგუფი და გვერდი შეისწავლა, რაშიც პერსონალური ანგარიშები არ შედიოდა.

“ეს ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან და ისინი მხოლოდ ერთ პოზიციას გამოხატავდნენ. ჩვენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ღია წყაროებით შემოიფარგლება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კოორდინირებული ოპერაცია.

ფეისბუქს აქვს საშუალება ნახოს თუ როგორ იქცევა საეჭვო მომხმარებელი სხვადასხვა ჯგუფებში, ვის ეკუთვნის ესა თუ ის გვერდი, როდის და სად შეიქმნა ის, ვინ არის ჯგუფის ადმინისტრატორი და ასე შემდეგ. ჩვენ ფეისბუქის მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ გვაქვს გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ღრმაა მათი წვდომა საკუთარი პლატფორმის დეტალებზე და კოორდინირებული ოპერაციების გამოვლენაზე,”- განაცხადა ბრუკიმ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია