შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიძინა ივანიშვილს რეიტინგში საკუთარმა თანაგუნდელებმა გაუსწრეს, მის მიმართ "ჭარბი ნდობა" მხოლოდ16%-ია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2019

ბიძინა ივანიშვილს რეიტინგში საკუთარმა  თანაგუნდელებმაც  გაუსწრეს. ყველაზე ეფექტურ ლიდერებს შორის მილიარდელი გამოკითხულთა მხოლოდ 16 პროცენტს გაახსენდა. მასზე წინ არის კახი კალაძე  - დედაქალაქის მერი, რომელიც პოლიტიკოსად სწორედ ივანიშვილმა აქცია; და გიორგი გახარია - პრემიერი, რომელიც „გავრილოვის ღამის" შემდეგ თავად დააწინაურა. ყველაზე მეტი კი ის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებსაც  „ქართული ოცნების" არცერთი ლიდერის აღარ სჯერათ - ასეთი 33 პროცენტია. ამ მონაცემებმა მართველი გუნდი დააბნია - მზა მესიჯბოქსი საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კვლევაში, რომელსაც უნდობლობას უცხადებენ, მათივე თანაგუნდელი ლიდერობს.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ კვლევის ამ შედეგებს „ქართულ ოცნებაში" დიდი განხეთქილება მოჰყვება. არ გამორიცხავენ, რომ კალაძემ გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყოს და პარტიიდან გასვლა სცადოს. თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ დედაქალაქის მერი „თავისუფალ ცურვაში" წასვლას ვერ გაბედავს, რადგან ივანიშვილს მის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს.

რამ განაპირობა „ოცნების" ლიდერების მიმართ ნიჰილიზმი? - ოპოზიცია ამბობს, რომ მთავარი მიზეზი შეუსრულებელი დაპირებებია. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება კი „ქართული ოცნების" მთავრობისთვის საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა. 

ბოლო რამდენიმე კვლევაც ადასტურებს, რომ ივანიშვილი „ქართული ოცნების" ლიდერებში უკვე დიდი ხანია აღარ წერია . მათ შორის IRI-ისა და NDI-ის მონაცემები. შედეგებით განაწყენებულმა ივანიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგაც გაილაშქრა.   

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია