გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტრადიციულ კალანდობის დღესასწაულს ამჯერად დვაბზუ უმასპინძლებს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 დეკემბერი 2019

ოზურგეთის ტრადიციული კალანდობა მომავალი წლის 13 იანვარს დვაბზუში (სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში) შალვა რადიანის სახლ მუზეუმში გაიმართება.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერიის პრეს სამსახურში აცნობეს.

"კალანდობა" გურულებისათვის უმაღლესი საერო დღესასწაული - სახელდახელოდ მოწყობილი მარანი, მუცლის სალოცავი და კალანდობა გურიაში - ტრადიციის მიხედვით ყველა ოჯახში კერას ანთებდნენ და ძველი ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდნენ

ძველი ტრადიციის თანამხად, ოჯახის თავკაცი სახლში წმინდა ბასილთან _ ჩიჩილაკთან ერთად შემობრძანდებოდა. ძველი გურული ტრადიიციებისა და რიტუალების გაცოცხლების მიზნით, ოზურგეთის ისტორიულმა მუზეუმმი, დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებთან, ოზურგეთის მერიის დაფინანსებული ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ანსამბლებთან, ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად სპეციალურ ღონისძიებასა და წარსულის იმპროვიზირებულ სცენებს მოაწყობენ, რომელსაც მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი ხელისულებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან. სახელდახელოდ მოწყობილი მარანი, მუცლის სალოცავი, კეცზე დამცხვარი ღვეზლები, გურული ჩურჩხელის დამზადების პროცესი, "აგუნა", არყის ხდა და მრავალი სხვა _ ამ ყველაფრის ნახვა და დაგემოვნება დამთვალიერებელს დვაბზუს ეთნოგრაფილ მუზეუმში 13 იანვარს შეეძლება.  ღონისძიების მიზანია საზოგადოებისთვის გახსენება როგორ ტარდებოდა გურიაში კალანდობის დღესასწაული, რომელსაც, სამწუხაროდ, აღარ ავღნიშნავთ ისე, როგორც ჩვენი წინაპრები აღნიშნავდნენ. 
სურათზე: კალანდობის სამზადისი:
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია