შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ე.წ. მაჟორიტარების ამბოხების ორგანიზებას პირადად ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 დეკემბერი 2019

ე.წ. მაჟორიტარების ამბოხების ორგანიზებას პირადად ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

ფორმულასთვის“ ცნობილი ხდება, „ოცნების“ ოფისში გამართული საიდუმლო შეხვედრის დეტალები, რომელიც 12 ნოემბერს, საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდებამდე ორი დღით ადრე შედგა.

სპექტაკლი, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა, ვიწრო წრეში დაიგეგმა, მას სულ 15 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ე.წ. ამბოხებულები, ბიძინა ივანიშვილი, ქალაქის მერი კახა კალაძე და პარლემენტის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც წლებია ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ პიარ კამპანიას. სწორედ მისი სცენარით წარიმართა მაჟორიტარების ამბოხი და მან გაანაწილა პოლიტიკური როლებიც. პირადად მან დაუწერა სიტყვა დიმიტრი ხუნდაძეს, სადაც დეპუტატმა, პირველად დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი განწყობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

„ფორმულამ“ ინფორმაციის გადამოწმება ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებთან სცადა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

„მე არ ვიცი ასეთი სისულელე საიდან გამოდის ინფორმაციული თვალსაზრისით. რას ნიშნავს ამბოხების სცენარს გეგმავდა ლაშა ნაცვლიშვილი.  კვლავ ვუბრუნდებით იმ ნარატივს, რომ ჩვენ ვართ პაიკები, უჭკუოები და არ გაგვაჩნია ჩვენი არაფერი. ნაცვლიშვილთან პირადი კომუნიკაციები გამაჩნია“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.

წყარო: "ფორმულანიუსი"

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია