სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ახალციხელების თანადგომა ვაჟა ექიმს’ - მხარდამჭერი აქცია ახალციხეში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2019
„ჩვენს დღეს ვაპროტესტებს ვაჟა ექიმის დაკავებას, მას საზღვარი არ გადაუკვეთავს, ესაა უკანონო დაკავება და ჩვენ ახალციხელებსაც გვინდა ეს პროტესტი გამოვხატოთ“,- ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.აქცია ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს, მათ ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა. „ეს ამბავი ჩემზე ძალიან მოქმედებს, არის დიდი უსამართლობა. როგორ შეიძლება ადამიანი, ექიმი რომელიც თავის მიწა–წყალზე იმყოფება და არაფერი დაუშავებია, საპყრობილეში ჩააგდო. ვთხოვ ყველას, ვისაც ხელეწიფება დაეხმაროს, რათა ამ ადამიანმა ახალი წელი თავის ოჯახში გაითენოს“,- ამბობს აქციის მონაწილე ნინო თოთაძე.თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხრა ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება ე.წ საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ გაფრინდაშვილს პატიმრობა ერთი წელი და ცხრა თვე მიუსაჯა.გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია საქართველოს მასშტაბთ თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა. ახალციხეში ეს მესამე აქციაა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია