შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოქტომბრისთვის დაპირებულ გაზრდილ ხელფასს დირექტორები დეკემბერში მიიღებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2019
დირექტორების და ადმინისტრაციის სხვა წევრები, ტექნიკური პერსონალი, სკოლის ექიმები, საშუალოდ 20%-ით გაზრდილ ხელფასებს ახალ წლამდე მიიღებენ. ანაზღაურების შესახებ, განათლების სამინიტროს ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, აგვისტოში განაცხადა და მასწავლებლებს დაპირდა, რომ მომატებულ თანხას უკვე ოქტომბრიდან აიღებდნენ.„პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდება სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ მუშაკებს. ამ შემოდგომიდან საშუალოდ 20%-ით გაეზრდებათ ხელფასი და თავისთავად ეს ზრდა ყოველ შემოდგომაზე გაგრძელდება და შეეხება ყველა პერსონალს“, - განაცხადა მაშინ ბატიაშვილმა.როგორც გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, ხელფასების ზრდის გაჭიანურება საორგანიზაციო საკითხებმა გამოიწვია.„დეკემბერის ბოლომდე ჩაერიცხებათ თანხა დირექტორებსა და ტექნიკურ პერსონალს. 2 085 სკოლაა, საბუთებია გასარკვევი, დეტალებია გასარკვევი, რაღაცაა შესათანხმებელი, კატეგორიებია და ა.შ. თუმცა არავის არაფერი დაეკარგება და ყველა მიიღებს კუთვნილ ხელფასს, ჩაერიცხებათ ახლა“, - განაცხადეს „სამხრეთის კარიბჭესთან“ განათლების სამინისტროში.კონკრეტულად ვის რამდენით მოემატება ხელფასი, უწყების ინფორმაციით, ამას მთავრობის ბრძანება არეგულირებს. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია