შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართული ჭიდაობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის შესახებ გადაწყვეტილება იუნესკომ დღეს, 29 ნოემბერს მიიღო.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ნოემბერი 2018
აღნიშნული ფაქტი მავრიკიის ქალაქ პორტლუისში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე–13 სესიაზე გადაწყდა.2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ჭიდაობას მიანიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, 2016 წელს კი, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ამის შემდეგ, საქართველომ იუნესკოს მიმართა, ქართული ჭიდაობა შეეტანა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ქართული ჭიდაობა 200–მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია