სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში N69 კუმურდოს უბანზე კომისიის წევრის უბნიდან გასაძევებლად თავმჯდომარემ პოლიციაში დარეკა. ამ დრომდე [20:25 საათი] აღნიშნული უბანი არ დახურულა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2018
უბანზე ვითარება, დაახლოებით, 19:30 საათზე, მას შემდეგ დაიძაბა რაც კომისიის წევრმა „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ თამარ ჭანკოტაძემ განაცხადა, რომ იგი საარჩევნო ყუთთან უნდა დანჯდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ დილით წილისყრაში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდა. „საარჩევნო ყუთთან დავსვით, მაგრამ ნახევარ მეტრზე ახლოს დაჯდა, არ გვისმენს რომ ველაპარაკებით, პროვოკაციაზე მოდის და ხმაურს ქმნის უბანზე, ამიტომ პოლიციაში დავრეკე, მოვლენ ახლა სამართალდამცველები და გაიყვანენ“, – ამბობს უბნის თავმჯდომარე. მან განცხადება ჭანკოტაძის უბნიდან გაძევებასთან დაკავშირებით უკვე დაწერა და კომისიის წევრებსაც მოაწერინა ხელი. სამართალდამცველები ჭანკოტაძეს ეუბნებიან, რომ რადგან შესაბამისი ოქმი არსებობს, მან უბანი უნდა დატოვოს. ჭანკოტაძე კი კონსულტაციებს იურისტებთან ტელეფონით გადის. საარჩევნო უბანზე ქაოსია, თავმჯდომარე ეზოშია და უბანი დახურული ჯერ კიდევ არ არის. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია