შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდესაც სახელმწიფომ დაიწყო ხიდების და გზების შენება, პატრიარქიც აშენებდა ხიდებს ჩვენს შორის- თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2019

როდესაც სახელმწიფომ დაიწყო ხიდების და გზების შენება, პატრიარქიც აშენებდა ხიდებს, ოღონდ ადამიანებს შორის, პატრიარქიც აშენებდა გზებს, ოღონდ ჩვენს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია გაიმართა.

თალაკვაძემ პატრიარქს დღევანდელი დღე მიულოცა და ქვეყნის შენებაში შეტანილი წვლილისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

„გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღეს. პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა. ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქს და მე, როგორც ერთი მოქალაქე, ერთი შვილი ჩვენი დიდი ოჯახის, მადლობას ვუხდი მას დიდი ღვაწლისთვის. ამ წლების განმავლობაში იყო ეკლესია-მონასტრების შენება, იყო რწმენაში დაბრუნება, იყო ბევრი ნუგეში, იყო ჩვენი თანამოქალაქეების შემოერთება და მათი გაძლიერება საზღვარგარეთ. იყო ქართული, ჭეშმარიტი ტრადიციების გაძლიერება, საგალობლების აღდგენა და მისი გამოყენება უკვე ეკლესია-ტაძრებში და ბევრი სხვა საქმე, რასაც ჩვენს მადლიან ენაზე ჰქვია ღვაწლი და კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ამ მრავალწლიანი ღვაწლით არის ჩვენ წინაშე და მე მინდა მას თავმდაბლად მივულოცო და ვუსურვო დღეგრძელობა.

იყო წლები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ინგრეოდა ის, რაც წლების განმავლობაში ააშენეს ჩვენმა წინაპრებმა, იყო ძმათა შორის დაპირისპირება, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყანასაც გადმოეცა ახალი იმედი, ახალი რწმენა. დაიწყო სახელმწიფომ ხიდების შენება, გზების შენება და პატრიარქი აშენებდა ხიდებს, ოღონდ ადამიანებს შორის, პატრიარქიც აშენებდა გზებს, ოღონდ ჩვენს შორის, პატრიარქიც აშენებდა ჩვენს ქვეყანას და მინდა ამისთვის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია