შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მტირალას პარკთან მანქანის ხევში გადავარდნის შედეგად 5 არასრულწლოვანი დაიღუპა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2019

მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულები თანაკლასელები იყვნენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილები 17 წლის მოზარდები არიან, რომლებიც ერთ კლასში სწავლობდნენ.

ამასთან, როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდები სარფში ცხოვრობდნენ.

მტირალას პარკთან ავტომანქანა ხევში დღეს გადავარდა. დაიღუპა 5 ადამიანი.

გარდაცვლილთა ცხედრები ხევიდან უკვე ამოყვანილია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია