შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოქალაქეს შეუძლია აიღოს პირადობის მოწმობა, რომელსაც ჩიპი არ ექნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 დეკემბერი 2019
საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედება შეაჩერა.რაც შეეხება ბიომეტრიულ პასპორტების ნაწილს, სასამართლომ მათ არსებით განხილვაზე უარი თქვა.მოსარჩელეები არიან ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი. ისინი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობის, ასევე, ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის – „ჩიპის“ გარეშე მიღების შესაძლებლობას.მოსარჩელეების მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია