შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძაში არასრულწლოვნები მოპედით მანქანას შეეჯახნენ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2019
შემთხვევა დღეს, 25 დეკემბერს, დაბა ასპინძაში მოხდა. მოზარდები 12 და 13 წლისები არიან.„ორვე ბიჭები არიან, ერთი მოპედით მიდიოდნენ. ციხისუბანთან შეეჯახნენ მანქანას. კატასტროფას ელოდებიან ახლა, რომ გადაიყვანონ“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.ავარიის შემდეგ, დაშავებულები სასწრაფო სამაშველო სამსახურმა ასპინძის საავადმყოფოში მიიყვანა: „ევექსის კლინიკაში არიან გადაყვანილები, ასპინძაში, თუმცა იგეგმება მათი კატასტროფის მანქანით თბილისში გადაყვანა. მძიმეა მდგომარეობა, აღენიშნებათ, როგორც მუცლის, ასევე თავის ტრამვა “, - აცხადებენ სასწრაფო-სამედიციო სამსახურში.შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია