შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კალაძე 3 ტელევიზიის ანგარიშზე ინკასოს დადებაზე: ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდნენ?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 დეკემბერი 2019

"ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები" - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე TV პირველის, რუსთავი 2-ის და TV კავკასიის ანგარიშებისთვის ინკასოს დადებას.

 

"დავალიანება თუ აქვთ, რა თქმა უნდა, გადასახდელია. თემას არ ვიცნობ, მაგრამ თუ დავალიანება აქვთ, ყველა ვალდებულია, გადაიხადოს დავალიანება" - ამბობს კალაძე.

ტვ პირველის, რუსთავი 2-ის და კავკასიის ანგარიშებს ინკასო 25 დეკემბერს დაედო. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

ტვ კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ გადასახადების გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ძველ დავალიანებებს გადაახდევინებდნენ იმედს, რუსთავი 2-ს და მაესტროს.

"ჯერ მითხრან, როდის იხდის იმედი იმ 19 მილიონს, რაც 14 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდა. მითხრან, რამდენი აქვს რუსთავი 2-ს ვალი და როდის იხდის 27 მილიონს, ასევე როდის იხდის მაესტრო 8 მილიონს" - ამბობს ჯანგირაშვილი და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს "არა მხოლოდ საკონსტიტუციოში, არამედ ყველგან" უჩივლებს, სადაც შესაძლებელი იქნება.

ძველი დავალიანებები, რომლებზეც ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი საუბრობს, "იმედს", რუსთავი 2-ს და მაესტროს 2016 წლიდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, "ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი".

"ტაბულა"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია