შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომუნიკაციების კომისია ივანიშვილის ანტირეკლამისთვის მთავარი არხის სანქცირებაზე ფიქრობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 დეკემბერი 2019

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მთავარი არხისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს. როგორც On.ge-ს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, საკითხს 30 დეკემბერს განიხილავენ.

საქმე ეხება მთავარი არხის ეთერში გასულ ვიდეორგოლებს, სადაც აღწერილია საქართველოში არსებული სოციალური პრობლემები და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების ფონზე ისმის სიტყვები: "მან გაანადგურა ეროვნული ვალუტა" . როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მთავარი არხსითვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, კომისია სადავოდ მიიჩნევს ვიდეორგოლების შინაარს.

მათი განმარტებით, აღნიშნული ვიდეორგოლები ცალსახად მიმართულია ერთი პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ და პოლიტიკური რეკლამაა, რომლის განთავსებაც წინაასაარჩევნო პერიოდშია დასაშვები.

"აღნიშნული ვიდეორგოლები თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიაზე და პოლიტიკური პარტიის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განსაზღვრული წრისთვის და ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიისა და მისი წევრების არჩევის ხელშეშლას", — ნათქვამია კომისიის წერილზე თანდართულ დოკუმენტში.

მთავარი არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიას არხისთვის სანქციის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. მისი აზრით, მხოლოდ იმ ვიდეორგოლის შინაარსის სადავოდ მიჩნევა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, იმაზე მიუთითებს, რომ მის "დაცვას" ცდილობენ.

"ეს არ არის პოლიტიკური რეკლამა. ასევე ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური შინაარსის რეკლამა აკრძალულიაო. საერთოდ, კანონი არ ცნობს დეფინიციას, როგორც პოლიტიკური შინაარსი. დავუშათ, რომ ასეთი ინტერპრეტაცია შეიძლება და არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა აკრძალულია. ამგვარი დათქმა მოქმედებს აკრძალვაზე, როცა მაუწყებელს ჰყავს დამკვეთი. ამ შემთხვევაში ჩვენ დამკვეთი არ გვყოლია. ჩვენ დავამზადეთ და გავუშვით ჩვენს ეთერში. სრულიად გამორიცხულია ამაზე პასუხისმგებლობის დაკისრება", — განაცხადა მურადაშვილმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ პოლიტიკური შინაარსის გამო მაუწყებელმა კანონი დაარღვია. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში კომისიამ ტელევიზიებს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო რეკლამის ამოღება დაავალა. კომისიის ეს გადაწყვეტილება მაშინ ცენზურად შეაფასეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია