გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაჭავარიანი: ნოემბრის ეკონომიკური ზრდა 7%-ის მიდამოებშია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 დეკემბერი 2019

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი bm.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 7%-ს აღწევს.

 

"შემიძლია გითხრათ, რომ წინასწარი მონაცემებით 7%-ის მიდამოში იქნება, პლუს-მინუს მცირედი სხვაობით," - ამბობს მაჭავარიანი.

მისი თქმით, მთავრობა ელოდა, რომ საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ ეკონომიკური ზრდა შენელდებოდა, თუმცა ეკონომიკამ "მალე მოახერხა რეკუპერაცია".

"ამის [საბანკო რეგულაციების] გვერდითი მოვლენა უნდა ყოფილიყო დაბალი მოხმარება, ერთობლივი მოხმარების შემცირება და დაბალი ეკონომიკური ზრდა. პრაქტიკულად, ეს გადალახულია. წარმოუდგენელ ციფრებს ვხედავთ, წინა თვე იყო 5.7%, ოქტომბერი.

მოლოდინი იყო, რომ ცოტა უფრო დაბალი იქნებოდა [ეკონომიკური ზრდა] და შემდგომში გასწორდებოდა. მალე მოახდინა რეკუპერაცია ეკონომიკამ." - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

საქსტატის ინფორმაციით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.7% შეადგინა. ამავდროულად 2019 წლის პირველ ათ თვეში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5.1% შეადგინა.

ნოემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემებს საქსტატი ორშაბათს, 30 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია