გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების სამინისტრო ბულინგის წინააღმდეგ დოკუმენტზე მუშაობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 დეკემბერი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბულინგის წინააღმდეგ დოკუმენტზე მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, დოკუმენტი იანვრის ბოლოსთვის დამტკიცდება.

„ვეცდებით, ძალიან მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველა დოკუმენტის თავმოყრა, გაანალიზება და ჩვენთვის მორგებული შესაბამისი დოკუმენტის შედგენა. ვფიქრობ, 2020 წლის დასაწყისში ალბათ, შევძლებთ, რომ გარკვეული სამუშაო დოკუმენტი არსებობდეს, როგორც ბულინგის მიმართულებით, ასევე კრიზისების მართვის მიმართულებით. ჩვენ უწყებათაშორის ჯგუფს წარვუდგინეთ პრობლემის მოგვარების კომპლექსური ხედვა, რომელსაც „ბავშვთა კეთილდღეობა“ დავარქვით. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან სწრაფად გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი, განვსაზღვრეთ მოკლე ვადაში რა იქნება მნიშვნელოვანი. ასევე, დროში გავწეროთ ის ღონისძიებებიც, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად დავისახეთ. ორი პრიორიტეტი იქნება პრიორიტეტი - კრიზისების მართვა და ბულინგის წინააღმდეგ დოკუმენტი, რომელიც იანვრის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს“, - განაცხადა დგებუაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფია შექმნილი. ჯგუფი ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოებისა და პრევენციისთვის უწყებების მიერ განსახორციელებელ ამოცანებზე მუშაობს. უწყებათაშორის ჯგუფში შედიან - ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფსიქოლოგები და დარგის სპეციალისტები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია