შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბერძენიშვილი: ჩვენ არ ვართ გაფრინდაშვილის ღირსი საზოგადოება, არ გვყავს მისი ღირსი მთავრობა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 დეკემბერი 2019

წიგნის საახალწლო ფესტივალზე ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად მწერლები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები, სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები, ასევე ეთნიკური უმცირესობები გაერთიანდნენ და მიმართვა გაავრცელეს.

მიმართვის ავტორებმა უკანონოდ ტყვეობაში მყოფ ექიმს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

„ვაჟა გაფრინდაშვილი ეს არის სიმბოლო იმ საქართველოსი, როგორიც ის უნდა იყოს. სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ მისი ღირსი საზოგადოება, არ გვყავს მისი ღირსი მთავრობა. ჩვენ ვერ გადავდგით ის ნაბიჯები, რომელიც საჭირო არის მის გასათავისუფლებლად სამაგიეროდ მან გადადგა ნაბიჯი საქართველოს ზნეობრივი სახის საჩვენებლად და გასათავისუფლებლად. ვაჟა გაფრინდაშვილი გმირია“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია