გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილის სამთავრობო კარუსელი- გახარია შესაძლოა თალაკვაძემ შეცვალოს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 დეკემბერი 2019

ივანიშვილი გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს, პრემიერის პოსტი კი შესაძლოა არჩილ თალაკვაძემ დაიკავოს - ინფორმაციას ამის შესახებ ტვ „პირველი“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გახარიას გადაყენების მიზეზი, ივანიშვილთან მისი უთანხმოებაა, რაც ძირითადად 20 ივანისის მოვლენებს უკავშირდება. გიორგი გახარიამ ოცნების ლიდერს იმედები გაუცრუა.

თავად არჩილ თალაკვაძე სამთავრბო ცვლილებებს უარყოფს და ამბობს, რომ გუნდში კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და ამბობს, რომ კულუარებში საუბრები აქტიურად მიმდინარეობს. „არჩევნების ჩატარება მკვდარი მთავრობით შეუძლებელი იქნება. თალაკვაძე არის ყველაზე ტექნიკური და ლოიალური ფიგურა, რამდენად დამაჯერებლობას და გავლენას მისცემენ გუნდზე ამაზე იქნება დამოკიდებული“ - ამბობს ჭიჭინაძე.

წყაროს ცნობით, ცვლილებები შეეხება მინისტრებსაც. შესაძლოა ის უწყებები, რომლებიც გაერთიანდნენ, კვლავ ცალკე უწყებებად ჩამოყალიბდეს, რისთვისაც, ტვ პირველის წყაროს ცნობით, ივანიშვილი კადრებს უკვე ამზადებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია