შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძაღლი საქართველოდან რუსეთის ჩემპიონი გახდა (ფოტოები)

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 დეკემბერი 2019

საქართველოში ცხოვრობს ძაღლი გერმანული ბოქსიორი, რომელიც ერთი წლის ასაკში 4 ქვეყნის, საქართველოს ბელორუსის, ლიტვის და რუსეთის ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. მისი მფლობელი გიორგი ნიორაძეა, რომელმაც გუშინ საკუთარ ფეისბუქზე ინფორმაცია გააზიარა. როგორც გავარკვიეთ ძაღლმა სახელად ევამ ერთი თვიანი საგამოფენო ტურნეს ფარგლებში საგზაო და საჰაერო ტრანსპორტით 6000 მილი დაფარა, სამ ქვეყანას ესტუმრა და სამივე ქვეყნის ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. გამოფენები სმოლენსკში, მინსკში და ვილნიუსში გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 2000 ძაღლზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა, ქართველმა ევამ საკუთარ ჯიშის ახალგაზრდა ძაღლების კონკურსში უპირობო გამარჯვება მოიპოვა. ახლა ევა მადრიდისთვის ემზადება სადაც აპრილში ძაღლების მსოფლიო გამოფენა იმართება.

 


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია