შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

KTW კახეთში ღვინის სოფელის მოწყობას გეგმავს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 დეკემბერი 2019

კომპანია კახური ტრადიციული მეურნეობა კახეთში ეკო სოფლის მოწყობას გეგმავს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეკო-სოფლის პროექტი მოიცავს კახეთში ღვინის სოფლის მოწყობას გულისხმობს.

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, პროექტის დეტალური პრეზენტაცია გაზაფხულისთვის გაიმართება.

KTW ჯგუფი ასევე მანავში 500 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ვენახს აშენებს, სადაც ქართული ვაზის ჯიშები ირგვება. ასევე, გურჯაანში 700 ჰექტარ მიწაზე დაწყებულია საფერავის ჯიშის ვენახის გაშენება.

„კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ზეთის ხილის წარმოების კუთხითაც. KTW ჯგუფი დედოფლისწყაროში 1000 ჰექტარ მიწაზე ზეთის ხილის ბაღებსა და საწარმოს აშენებს, რომელიც ძირითადად ქართული ზეთის ხილის და ზეითუნის ზეთის წარმოება/გადამუშავებასა და ექსპორტზე იქნება ორიენტირებული“, – აცხადებენ კომპანიაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია