შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა - ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმე" - კახა კალაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 დეკემბერი 2019

თბილისის მერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, განათლების მინისტრის მსგავსად თვითონაც ფიქრობს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე ექვთიმე თაყაიშვილია, აცხადებს, რომ მას შედარებების გაკეთება არ უყვარს.
მისი თქმით, ბიძინა -ბიძინაა, ექვთიმე კი ექვთიმე.
"შედარებების გაკეთება არ მიყვარს. ბიძინა - ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმეა, "ორივეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის და ხალხის წინაშე ძალიან ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ამიტომ შედარებები ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა გამეკეთებინა და ამაზე ხაზი გამესვა", - განაცხადა კახა კალაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია