სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მძიმე და მავნე სამუშაოზე დასაქმებულები აბასთუმნის ფილტვის ცენტრში უფასოდ იმკურნალებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 დეკემბერი 2019
ფოტო: რადიო თავისუფლებაშეთანხმების თანახმად, აბასთუმნის ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრი იღებს ვალდებულებას მაღალი პროფესიული რისკის ჯგუფების წარმომადგენლებს - მაღაროებში, ცემენტის საწარმოებში, მეტალურგიულ და სხვა მსგავს საწარმოებში დასაქმებულებს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადებები აღენიშნებათ, უფასო სამკვირიანი სასუნთქი სისტემის რეაბილიტაციის კურსი შესთავაზოს.უფასო მკურნალობის კურსით სარგებლობა შეუძლია პროფკავშირის ნებისმიერ წევრს.აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდა. შენობა 100 საწოლზეა გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია