შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კულისებს უკან გუნდრუკს რომ გიკმევენ ესეც ტოტალური მორჩილების გარემოა"- მარგველაშვილი ივანიშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 დეკემბერი 2019

კულისებს უკან გუნდრუკს რომ გიკმევენ, ხან ილია ჭავჭავაძეს გადარებენ, ხან დავით აღმაშენებელს მოქმედებს ადამიანზე, ასე რომ, ფაქტობრივად მასაც აღარ ვიცნობ - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქის“ ეთერში საუბრისას გააკეთა. 

„ბიძინა ივანიშვილს როგორც არ ვიცნობ, მაგრამ სავარაუდოდ, ისიც შეიცვალა. სხვა იყო, როცა ჩვენ ვიყავით ერთად ბრძოლაში, როცა თანამოაზრეები, თანამებრძოლები ვიყავით. იმის მერე, ამდენი წელიწადი, კულისებს უკან გუნდრუკს რომ გიკმევენ, ხან ილია ჭავჭავაძეს გადარებენ, ხან დავით აღმაშენებელს და ეს ხომ მოქმედებს ადამიანზე, ასეთი ტოტალური მორჩილების გარემო. ასე რომ, ფაქტობრივად მასაც აღარ ვიცნობ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია