შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თოვლის ბაბუ, ჯამბაზები და ტკბილეული – საახალწლო ღონისძიება ბორჯომში [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 დეკემბერი 2019
დღის განმავლობაში ბორჯომში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობდა, 12:00–დან 16:00 საათამდე ზღაპრის გმირები პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ.ღონსძიების პარალელულად ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა. საბავშვო პროგრამის დასასრულს თოვლის პაპამ და სანტაკალუსმა პატარებს საჩუქრები დაურიგეს.16:00 საათიდან ბორჯომის მოსახლეობის განწყობაზე ბერიკები ზრუნდავნდენ, რომლებმაც ქალაქის ქუჩები ბარაბან–შოუთი შემოიარეს და ადგილობრივებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. 19:00 საათზე დაიწყო კონცერტი ჯგუფი „ფრანისა“ და „რეგიონის“ შესრულებთ. კონცერტის მსველეობისას ბორჯმის მერმა, ლევან ლიპარტიამა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილმა მოსახლეობას დამდეგი წელი მიულოცა.„მინდა გისურვოთ ბევრი წარმატება 2020 წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის სიკეთის და სიყვარულის წელი, საქართველოს ვუსურვებ გამთლიანებას. 2020 წელს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევხვედრილიყავით“,- განაცხადა გიორგი გოგიჩაიშვილმა.ბორჯომის შემდეგ საახალწლო ღონისძიებები დაბა ბაკურიანში გაგრძელდა, აქაც მოსახელობის განწყობაზე ჯგუფი „ფრანი“ და „რეგიონი“ იზრუნებენ.[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია