შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილს ვპირდები, დაიჭერენ“ - ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 იანვარი 2020

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე პროცესზე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა:

„მისი ყოფნა პროცესზე იყო დანაშაული და შემდგომში მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება მიგვაჩნია არასწორად და დაუშვებლად...

დღეს სასამართლო სხდომაზე მოსამართლედ წოდებულმა კაცმა, რომელიც რალურად იქ იმყოფება იმისთვის, რომ დასაჯოს სხვაგვარად მოაზროვნენი და ისინი, ვინც ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, გიორგი არევაძემ, რომელიც ყველაფერია მოსამართლის გარდა და ამიერიდან დავუძახებ ივანიშვილის გასაბერ ზვიგენს და არავითარ შემთხვევაში - მოსამართლეს, გააკეთა ყველაფერი იმისთვის, ეჩვენებინა ჩვენთვის და საზოგადოებისთვის, რომ ის ეწევა არა სამართალს, არამედ - სადამსჯელო ღონისძიებას. 7 თუ 8 პროცესი ჩანიშნა ერთი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს კვირაში 2 პროცესის ჩანიშნვას, რაც გარდა უტყუარად იმის მტკიცებისა, რომ მოსამართლე აპირებს სასწრაფოდ ამ პროცესის დასრულებას, ნიშნავს იმას, რომ ეს ტელევიზია იქნება პარალიზებული და მას არ ეყოლება ხელმძღვანელი იმდენად, რამდენადაც კვირაში ორი პროცესი თავისი მოსამზადებელი დღეებიანად და არ ვაპირებ პროცესებზე გასვლას მოუმზადებელი, რადგან ჩემთვის ეს ღირსების საქმეა, ნიშნავს იმას, რომ მე სხვა არაფრი უნდა ვაკეთო. ეს სრულიად ცინიკურად იქნა პასუხგაცემული მოსამართლის მიერ და ჩემ შეპასუხებაზე მან გამომაძევა ყოველგვარი ახნსა-განმარტების გარეშე... ეს კაცი არის შეურაცხად მდგომარეობაში, იგი არაა ნორმალური, წარმოადგენს მარიონეტს, რომელიც შიზოიდურად გამოყურებოდა მოსამართლის სკამზე... მე ვერ მექნება მისი ნდობა, ეტყობოდა, რომ არ იყო ფხიზელ მდგომარეობაშიც კი და მიმაჩნია, რომ ყველა მოსამართლე ასეთ პოლიტიკურ საქმეებზე წინასწარ უნდა შემოწმდნენ სიფხიზლეზე, რადგან იმ კონკრეტულ ვითარებაში მოსამართლე არ იყო ფხიზელი, მიღებული ჰქონდა კონკრეტული პრეპარატები, რომ ყოფილიყო ამგვარად გამბედავი ასეთი ტიპის საქმეებისთვის... ესეთი ადამიანები არ უნდა შედიოდნენ პროცესზე. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოსამართლე, რომელიც არანორმალურად ექცევა როგორც ბრალდებულს, ასევე ადვოკატებს, არ შეიძლება დაშვებულ იქნეს პროცესზე.

საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილი იწყებს საკუთარი ძალდობრივი რეჟიმის ბოლო ფაზას და ესაა სასამართლო ძალადობა, როცა აპირებს, დაიჭიროს ყველა, ვინც კი შესაძლებელია და ეს გააკეთოს სასამართლოს და პროკურატურის მეშვეობით. მას აქედან ვპირდები, მას დაიჭერენ და ყველას, ვისი მეშვეობითაც აპირებს დაჭერების განხორციელებას.“ 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია