შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ გავზარდოთ თავდაჯერებული და შემდგარი შვილები – შვიდი ოქროს წესი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 იანვარი 2020
როდესაც თქვენი შვილის მხარეს ხართ  , ყოველთვის მხარს უჭერთ ეს იმის წინაპირობაა , რომ  მთელი სამყარო მის მხარეს იქნება  მისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე .  რადგან მისმა ქვეცნობიერმა დაიმახსოვრა რომ დედა მის გვერდითაა და მხარს უჭერსშვილებთან მეგობრობა: ეცადეთ თქვენს  შვილებთან  მეგობრული და თანასწორუფლებიანი ტონით ქონდეთ ურთიერთობა -მათში გამოიწვევს ნდობას და არასოდეს დაფრთხებიან თქვენგან.
„ქვევრს, რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს“- დაფიქრდით, თქვენი მოთხოვნა თქვენი შვილისადმი  იგივეა რასაც მისადმი გასცემთ? -პატარები უფროსების მაგალითზე იზრდებიან …

სამუდამოდ დაივიწყე დამაკნინებელი და შეურაცმყოფელი ფრაზები : ისინი იჯერებენ, რომ მართლაც ასეთები არიან და აღარ ცდილობენ უკეთესები გახდნენ …თქვენ,  ხომ გაუთვითცნობიერებლად    უკვე მიაკარით ეტიკეტი..   ამით მოტივაცია წაართვით უკეთესად გამოავლინოს საკუთრი შესაძლებლობები.

ნურასოდეს ეცდებით ბავშვი გახადოთ  თქვენი მონა: პატარა ბავშვის ტვინი ჰგავს იმ პლასტელინს, რომელიც მარტივად იძერწება და უცებ იღებს ფორმას, თქვენ თუ დღეს არ მისცემთ საშუალებას იყოს კრეატიული გამოავლინოს შესაძლებლობები და აიძულებთ მხოლოდ თქვენს მორჩილებას -მაშინ გახსოვდეთ თქვენ მონას ზრდით თვალწინ – რომელსაც არ ექნება ბრძოლის უნარი და ცხოვრება მარტივად დაჩაგრავს.

გაემიჯნეთ ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ძალადობას: ბავშვი მარტივად ექცევა გავლენის ქვეშ მით უფრო თუ მისით მშობელი მუდმივად უკმაყოფილოა… დაანახე თქვენს შვილებს,  რომ ისინი საუკეთესონი არიან შთააგონე ეს და შედეგიც არ დააყოვნებს.

თავდაჯერებული და ბედნიერი შვილი: ბავშვი  სუფთა თეთრი ქათქათა  ფურცელია – თქვენი გადასაწყვეტია რას  და  რა ფერებით შეასრულებ მასზე სამუშაოს …რასაც დახატავ ამ სუფთა საწყისზე იგივე პროგრამირება იმუშავებს მთელი ცხოვრება.

დაანახეთ შვილებს, რომ ცხოვრება ლამაზი და საინტერესოა:  ეცადეთ არ მოახვიოთ  ბავშვებს თქვენი განცდები ,  ანახეთ მაგალითი,  რომ გამოსავალი ყველა მომენტში არსებობს, რომ თქვენ ყველაფერს მარტივად აგვარებთ, რომ ცხოვრება თქვენს მიდგომებზე და ძალებზეა დამოკიდებული…ბავშვი იმახსოვრებს  ამას და შემდეგ მთელი ცხოვრება იოლად  გადალახავს ყველა გამოწვევას.

პერსონალური ქოუჩი ნინო გვაზავა
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია