შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველოს ბანკმა" საახალწო "ორიგინალურობით" საკუთარი კლიენტები დათრგუნა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 იანვარი 2020

ეს "საქართველოს ბანკის" ოზურგეთის ფილიალია, იოანე პეტრიწის ქუჩა, სასტუმრო "გურიას" პირველი სართული.

ბანკის ოზურგეთის ფილიალი აქ, რამდენიმე თვეა, ამ დგილის, სადაც ადრე სასტუმრო "გურიას" რესტორანი იყო, თანამედროვე რემონტის შემდეგ გადმოვიდა.

ერთი შეხედვით ბანკის ოზურგეთის ფილიალშიც განსაკუთრებული არაფერი ხდება, ახალი წლის დღეებია და არათუ ბანკი, მასთან შედარებით მწირი რესურსების მქონე დაწესებულებები, ორგანიზაციები და კერძო კომპანიები ცდილობენ თავიანთ მომხმარებლებს კიდევ უფრო გაულამაზონ ახალი წლის დღეები.

"საქართველოს ბანკმაც" ალბათ ამ მიზნით, ფილიალის შესასვლელში დიდი ნაძვის ხე მორთო...

თუმცა ბანკის გადაწყვეტილებამ, რომ საახალწლო ნაძის ხის სათამაშოების ნაცვლად მასზე საცხოვრებელი სახლების მინიატურები გამოეკიდათ, "საქართველოს ბანკის" კლიენტები დათრგუნა.

უმრავლესობა მათგანს ნაძვის ხის სათამაშოებმა საკუთარი იპოთეკური სესხები და ამ სესხის უზრუნველყოფის მიზნით ჩადებული საკუთარი სახლები გაახსენა:

"ვერ გეტყვით რომ აღშფოთებული ვარ, ჯერჯერობით სესხში ჩადებულ სახლს ვინარჩუნებ და პატიოსნად ვიხდი პროცენტს, თუმცა ოფისის ეს გადაწყვეტილება რბილად რომ ვთქვა არ მომეწონა, მგონი უგემოვნოა, კარგი მაინც ბავშვთან ერთად არ ვარ, ცოტა მოზრდილია და დამცინებდა მამიკო შენი სახლი გამოუკიდიათო"-გვეუბნება "გურიის მოამბეს" საქართველოს ბანკის ერთ ერთი მომხმარებელი.

არის გამონაკლისებიც, რომლებიც უარყოფით განწყობას "ბანბკის ორიგინალობის" გამო ვერ ფარავს:

"რაია ახლა აი ა? აგი მინდოდა კიდო, ისედაც მკვდარი ვარ კაცი აღმასრულებლებში და მოსამართლეებთან ნარბენი. ვინცხამ ხუმრობა არ იცოდა და იქინე მეისაქმაო ისეა აი ამბაი" - აცვხადებს "გაკუჭებული" გურული.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია