შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩამოვა თუ არა თბილისში მინისტერიალზე ლავროვი - საგარეო უწყება არც ადასტურებს, არც უარყოფს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 იანვარი 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შესაძლო ჩამოსვლის თაობაზე.

 

ევროპის საბჭოს მინისტერიალი 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ "მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება":

"საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას მაისში. მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება,"- ასე პასუხობენ უწყებაში ტაბულას შეკითხვას, აქვს თუ არა ოფიციალურ თბილისს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია.

გასული წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. თავმჯდომარე ქვეყანას 6 თვეში ერთხელ, მაისში და ნოემბერში, ინგლისური ანბანის რიგითობის მიხედვით ირჩევენ. საქართველომდე თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი იყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია