შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი მამალაძე ისეთივე მსჯავრდებულია, როგორც სხვა დანარჩენი- ვოლსკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 იანვარი 2020

ამის შესახებ  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა და განმარტა, რომ მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

ჩვენ არავის კრიტიკისგან არ შეგვიკავებია თავი, კონვეირული წესით იწყალებდა მარგველაშვილი,სააკაშვილი საერთოდ ყოველგვარ ზღვარს იყო გასული, მაგრამ ასე თუ ისე, მათი კონსტიტუციური უფლებაა.განმარტება ამასთან დაკავშირებით ერთადერთია – მისი უფლებაა შეწყალება და განახორციელა. კრიტიკა, რომელიც ჩვენგან სამართლიანი იყო სალომე ზურაბიშვილის მიმართ, უნდა გაითვალისწინოს. რაც შეეხება მამა გიორგის თემას, ისეთივე ბრალდებული და ისეთივე მსჯავრდებულია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ასე რომ, ვერ გამოვყოფდი მის თემას და ვინც გამოყოფას ცდილობს, ვფიქრობ, ეს გარკვეულ სტრატეგიულ მონაცემს წარმოადგენს თუნდაც ეკლესიაზე შეტევის საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის შეხედულებაა და არ არის აუცილებელი, მაიცდამაინც სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს. მე პირადად და ვფიქრობ, ყველა უნდა დაეთანხმოს, რომ არსებობს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და არსებობს მისი ექსკლუზიური გადაწყვეტილება. მამა გიორგის შეწყალების ეკლესიასთან დაკავშირება არის არასწორი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია