შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 იანვარი 2020
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ერაყში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს, სულ მცირე 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. „ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, რომ დაღუპულია 80 ამერიკელი ჯარისკაცი ამერიკულ აინ ალ-ასადის ბაზაზე თავდასხმის დროს“, - წერს სააგენტო „მეჰრი“.

ცნობისთვის, აშშ-ში აცხადებენ, რომ ცნობები გარდაცვლილთა შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დამდგენი სამუშაოები.

ირანული მედიის ცნობით კი, სანდო წყარომ მათ განუცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ვერ უზუნველყო იერიშის მოგერიება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული, მათმა საჰაერო დაცვის სისტემამ ვერ მოახერხა საპასუხო ქმედების განხორციელება. ამერიკის 104 წერტილის იდენტიფიცირება მოხდა, რომელიც აშშ-ის პირველი შეცდომისთანავე განადგურდება“,-აცხადებს წყარო.

წუხელ, ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით, - ამ სიტყვებით მიმართა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელ მოსახლეობას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ხამენეიმ სიტყვით გამოსვლისას ირანის მიერ ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

მოსახლეობამ მას უპასუხა ფრაზით: „სიკვდილი ამერიკას“.

ხამენეიმ დასძინა, რომ როდესაც საქმე კონფრონტაციას ეხება, ამგვარი სამხედრო მოქმედება საკმარისი არ არის.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მავნე ყოფნა აქ უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ირანის ლიდერმა.


შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია