შობის დღესასწაულზე, ოზურგეთში ტრადიციული „ალილო" გაიმართა. სადღესასწაულო მსვლელობა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მლოცველებმა ალილოს სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს მსვლელობაში მობაწილეობდნენ: ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე. ყოველი წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობაში ათასობით მართლმადიდებელი მონაწილეობს.