გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ერთი ის ვიცი, რომ საქართველოს ომი არასდროს არ დაუწყია, მეორე ის, რომ ძალა ერთობაშია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2018

„ძალა ერთობაშია!“ - ეს განცხადება მუსიკოსმა ნიაზ დიასამიძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა. ნიაზ დიასამიძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერს მხარს.

ის ამბობს, რომ საქართველოს ომი არ დაუწყი და ქვეყანა ყოველთვის თავს იცავს რუსული აგრესიისგან.

„ერთი ის ვიცი, რომ საქართველოს ომი არასდროს არ დაუწყია და ყოველთვის თავს იცავს. მეორე ის ვიცი, რომ ძალა ერთობაშია და ეს არის 100-პროცენტიანი და ეს ერთობა არ ნიშნავს რაღაც ნახევრის ერთობას. საბოლოო ჯამში, მთელი ერის ერთობაა ერთი დიდი მიზნისთვის, რომ ეს ჩვენი სამშობლო იყოს უფრო კარგი და ჩვენი შვილებისთვის,“ - განაცხადა ნიაზ დიასამიძემ.

დიასამიძე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. დიასამიძის თქმით, ხალხმა უნდა აჩვენოს, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია