გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირანმა ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 იანვარი 2020

ირანმა სარაკეტო დარტყმა ერაყში დისლოცირებულ ორ სამხედრო ობიექტზე განახორციელა, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან. როგორც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს იყო თეირანის შურისძიება ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო.

იერიშის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აფრთხილებს აშშ-ის ყველა მოკავშირეს, ვინც საკუთარ ბაზებს აშშ-ის სამხედრო ძალებს უთმობს, რომ ისინი გახდებიან ირანის სამიზნე.

ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ერაყში "ალ-ასადის" გარდა, კიდევ რამდენიმე ამერიკულ ობიექტზე განხორციელდა თავდასხმა.

ირანის სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია