შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 იანვარი 2020

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის შესაძლო მოსპობის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. სასამართლო იმსჯელებს და დაადგენს სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებასა და არაპროპორციული ძალის გამოყენებას. მაჩალიკაშვილების ოჯახი სახელმწიფოს სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებაში წარმართვას ედავება, მიუხედავად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკრძალვიდან ორი წელი გავიდა საქმეზე ამ დრომდე არ დამდგარა არც ერთი პირის პასუხისმგებლობა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფოსა და მაჩალიკაშვილებს შორის მეგობრული მორიგების ვადა ამოიწურა. ევროპულ საქართველოში მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი დაიცავს.

იმ შემთხევაში თუ საქართველოს ხელისუფლება  სტრასბურგის სასამართლოს მიერ  მიცემული ვადას არ გამოიყენებს სასამართლოს 8 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია ოჯახის  მიერ წარდგენილი მტკიცებულებებს გამოიკვლევს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევში იმ პირთა პასუხისგებლობის საკითხიც დადგება, რომლებმაც  სპეცოპერაცია დაგეგმეს და ჩაატარეს. საქართველოს ხელისუფლებას საქმის ხელახალი, სრულყოფილი გამოძიება დაეკისრება.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია