სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომპანია: ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს რუმსს, მგზავრებს და პანორამას

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 იანვარი 2020
წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს „რუმსს“ „მგზავრებს“ და „პანორამას“, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს. კერძოდ, სასტუმრო „მგზავრების“ რამდენიმე კორპუსის წყალმომარაგება სტაბილურია, ხოლო კორპუსების მეორე ნაწილსა და სასტუმრო „პანორამას“ წყლის მიწოდება შეზღუდული აქვთ საღამოს საათებში.წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, ბაკურიანში ბოლო დღეებში შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე იმყოფება კომპანიის მენეჯმენტი, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები იმისათვის, რომ მოხერხდეს წყლის დამატებითი მარაგის მოძიება პრობლემის აღმოსაფხვრელად.„დღევანდელი სამუშაოების შედეგად, კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა წყლის მარაგის გაზრდის მიზნით, გარკვეულ მონაკვეთებზე ახალი მილი მოაწყო. პარალელურად, კომპანია ყველა იმ სასტუმროს, სადაც წყლის მიწოდება შეზღუდულია, ამარაგებს წყალმზიდების საშუალებით. პროცესში ჩართულია 112-ის მანქანები, რომელთა დახმარებით წყლის მიწოდება წყალმზიდებამდე წაღვერიდან და ბორჯომიდან ხორციელდბა. გარდა ამისა, სამაშველო მანქანები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ შემკრები რეზერვუარის შესავსებად.გამომდინარე იქედან, რომ ტურისტული ობიექტების განაშენიანება ყოველწლიურად საკმაოდ სწრაფად იზრდება და სეზონის ყველაზე აქტიურ პერიოდში წყლის მოხმარება საკმაოდ მაღალია, არსებული მარაგი საკმარისი არ არის. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წინასწარ ქონდა კომუნიკაცია სასტუმროებთან და მოახდინა ინფორმირება სეზონის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წყლის მიწოდების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით“ –აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ამავე თემაზე ნახეთ: ბაკურიანს წყლის პრობლემის გამო ტურისტები ტოვებენ[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია