სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაპლანდიელი სანტა კლაუსი ახალციხეში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 იანვარი 2020
განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო დღეს, ხუთ იანვარს, ორი საათისთვის ქალაქის ცენტრში. სანტა კლაუსი, რომელმაც მოგზაურობა ლაპლანდიიდან დაიწყო და საქართველოს რეგიონები შემოიარა ახალციხესაც ეწვია. „უპირველესი ჩემი მიზანია, რომ შევხვდე ძალიან ბევრ ბავშვს, ხოლო მეორე ის რომ სანტა კლაუსი მსოფლიოში არის მშვიდობის კეთილი ელჩი, რომელიც ყველა ადამიანს და ყველა ქვეყანას მოუწოდებს მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“,– ამ სიტყვებით მიმართა ბავშვებს სანტა კლაუსმა სცენიდან.მან ყურადღება გაამახვილა უმთავრეს მიზანზე, რის გამოც საქართველოში იმყოფება. „ჩემი საქართველოში ყოფნის მთავარი მიზანი და სურვილი არის, რომ ძალიან მალე, ჩვენ ყველა, ერთად, ახლა წელს შევხვდეთ გაერთიანებულ და მთლიან საქართველოში“, – თქვა სანტა კლაუსმა.ლაპლანდიელი სანტა ენგურის ხიდთანაც იმყოფებოდა.სტუმრად ჩამოსულ სანტას ადგილობრივები კონცერტით დახვდნენ. შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები, ტრადიცული ქართული ცეკვა, ასევე, თანამედროვე ცეკვები და სიმღერებიც.ლაპლანდიელი სანტა საქართველოში მეორედ იმყოფება. პირველად იგი 2009 წელს შეხვდა საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს. „მიხარია, რომ ჩვენი რეგიონიც მოხვდა სანტა კლაუსის მოგზაურობაში. ეს მეორე ვიზიტია, ამ ეტაპზე იღებენ ვიდეო–რგოლს, სადაც ახალციხეც იქნება, რაც სასიხარულოა და გილოცავთ თითოეულ ახალციხელს“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკატერინე ორჯონიკიძემ.ლაპლანდიელმა სანტამ პატარებთან ერთად ფოტოები გადაიღო და ტკბილეული დაარიგა.სანტა კლაუსი საქართველოში ცხრა იანვრამდე დარჩება და სხვა რეგიონებსაც მოინახულებს.[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია