გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

20 წლის ბიჭი, რომელმაც 80 წლის ქალი გააუპატიურა და მოკლა, ერთი თვის წინ მარიხუანას გამო კომაში იყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 იანვარი 2020

ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­ი და­ვით მა­მა­ლა­ძე, შემთხვევის დეტალებს ყვება.მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ მე­ლე­ქე­დურ­ში მცხოვ­რებ­მა ზვი­ად დო­ლი­ძემ ახა­ლი წლის ღა­მეს მე­ზობ­ლის ეზო­დან ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ი­პა­რა, ბი­ძას "აკუ­მუ­ლა­ტო­რი" მოჰ­პა­რა და ავ­ტო­მო­ბი­ლის ნა­წი­ლე­ბის გა­სა­ღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა მე­გობ­რებს სთხო­ვა.

მას შემ­დეგ რაც მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბი გა­ყი­და, დო­ლი­ძე გვი­ან ღა­მით სა­კუ­თა­რი ბე­ბი­ის სო­ფელ­ში მი­ვი­და, სა­დაც მე­ზობ­ლის - 80 წლის იზოლ­და ხე­ლა­ძის სახ­ლში შე­ვი­და, მო­ხუ­ცი ქალი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, შემ­დეგ კი მოკ­ლა.

"ჯერ­ჯე­რო­ბით საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არის ეჭ­ვე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად და ამ ეტაპ­ზე დაც­ვის პო­ზი­ცი­ი­დან ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ვად აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს.

გარ­დაც­ვლი­ლი 80 წლის იზოლ­და ხე­ლა­ძე ბრალ­დე­ბუ­ლის ბე­ბი­ის მე­ზო­ბე­ლი იყო. სწო­რედ მის სახ­ლში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ზვი­ად დო­ლი­ძის მიერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი. ამ­ბობს, რომ მან მოკ­ლა ქალ­ბა­ტო­ნი და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა კი­დეც. თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ იგი მა­რი­ხუ­ა­ნის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ კო­მა­ში იყო მა­რი­ხუ­ა­ნის ზედ­მე­ტი მოხ­მა­რე­ბის გამო, ეჭვქვეშ დგას მისი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხი.

და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, მათ შო­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტზეც. 13 თე­ბერ­ვალს არის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ჩა­ნიშ­ნუ­ლი და წე­სით უნდა იყოს მა­შინ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი.

სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი მოხ­და და ამ საქ­მე­ში დამ­ნა­შა­ვე ვართ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოთხი­ვე შტო, მათ შო­რის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დას უწე­ვენ მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზე­ბას, გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას, სა­ში­ნე­ლე­ბაა" - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

საქ­მეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იძებს 109-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლის "ქ" ქვე­პუნ­ქტით, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და ქურ­დო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუხ­ლე­ბით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია