შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არაადეკვეტურები კი არა დამნაშავეები ხართ" - მოსამართლემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 იანვარი 2020

მოსამართლე გიორგი არევაძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა. არევაძემ თქვა, რომ გვარამიამ სასამართლოსა და მოსამართლე შეურაცხყო.

არევაძემ სასამართლოს სხდომაზე გვარამიას ის განცხადებები შეახსენა, როს გამოც ის 3 იანვარს სხდომიდან გააძევა.

„თქვენი საქციელი იმსახურებს იმას, რომ აქვე დაგაკავოთ, მაგრამ არ მინდა მე ეს, რათა წამებულის მანტია ბოლომდე არ მოისხათ“, - მიმართა მოსამართლემ გვარამიას.

ამის შემდეგ ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა.

თავის მხრივ გვარამიამ თქვა, რომ მოსამართლემ ეს ყველაფერი გადაიყვანა პირად ურთიერთობაში

"არაადეკვეტურები კი არა დამნაშავეები ხართ" - აცხადებს ნიკა გვარამია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია