გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უკრაინის თვითმფრინავი „ადამიანური შეცდომისა“ და „ამერიკის ავანტიურიზმის“ გამო ჩამოვარდა- ირანის აღიარება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 იანვარი 2020

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი ადამიანურ შეცდომას უწოდებს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას და შედეგს აშშ-ს ავანტიურიზმით ხსნის. ამის შესახებ მან დატვიტა.

"შეიარაღებული ძალების წინასწარი დასკვნა: ადამიანურმა შეცდომამ და ამერიკის ავანტიურიზმმა მიგვიყვანა ტრაგედიამდე", — წერს ჯავად ზარიფი.

მედია თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული თვითმფრინავი "მგრძნობიარე" და "კრიტიკულ" ვითარებაში გაფრინდა და მიუახლობდა სამხედრო წერტილს.

"ფრენის გადაადგილების სიმაღლე და მიმართულება მტრის სამიზნეს ჰგავდა, ამიტომ თვითმფრინავი ადამიანური შეცდომის გამო, უნებლიედ გახდა სამიზნე, რამაც, სამწუხაროდ, იმსხვერპლა ირანელი მოქალაქეები უცხოელებთან ერთად".

ირანის ამ აღიარებამდე საერთაშორისო მედია წერდა, რომ ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო. მალევე გავრცელდა ვიდეომასალაც, სადაც შემთხვევა იყო ასახული.

8 იანვარს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა პირი, 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი, გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათ შორის ირანის — 82, კანადის — 63, უკრაინის — 11, შვეიცარიის — 10, ავღანეთის — 4, გერმანიის — 3 და დიდი ბრიტანეთის — 3 მოქალაქე. უკრაინის 11 მოქალაქეს შორის 2 მგზავრი იყო, 9 კი ეკიპაჟს წევრი.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი აფრენიდან თითქმის 2 წუთში რადარებიდან გაქრა. მათივე თქმით, მომხდარის გამო გაურკვეველი დროით ირანში ფრენებს შეწყვეტენ.

კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ბოინგი 2016 წელს გამოშვებულია და ბოლო ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა. მისი თქმით, შემოწმებისას პერსონალს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აღმოუჩენია და არც ეკიპაჟს უცნობებია რაიმე სახის პრობლემაზე. მისივე თქმით, ეს ბოინგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის, რაც კომპანიას გააჩნდა.

ირანი უარს ამბობს შავი ყუთი უკრაინას გადასცეს, თუმცა დათანხმდა იმას, რომ გამოძიებაში უკრაინელმა ექსპერტებიც ჩაერთონ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია