შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კარგად ვერ გაბრენდეს — ნინო წილოსანი ოპოზიციის ე.წ. შავ სიაზე

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 იანვარი 2020

ქართული ოცნების წევრი და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ოპოზიციური პლატფორმის — ერთად ერთის წინააღმდეგ მიერ შემუშავებული სიის დასახელებაზე ამბობს, რომ მარკეტინგულად კარგად ვერ "გაბრენდეს" და სიას სახელი შეუცვალეს.

"გაშავებული ადამიანები აკეთებენ შავ სიას. ძალიან საინტერესო იქნება მათი მორალური და ღირებულებითი კონდიციის შემთხვევაში ეს როგორ სახეს მიიღებს. ეს ადამიანები ვერ სწავლობენ თავიანთ შეცდომებზე ჭკუას", — განაცხადა ნინო წილოსანმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ე.წ შავ სიაზე მუშაობდნენ. მათ ე.წ. შავი სიის პირველი ხუთეულიც დაასახელეს. სიაში შედიან მოსამართლეები ვალერიან ფილიშვილი და გიორგი არევაძე. ფილიშვილი ოქტომბერში აქციების დაშლის დროს დაკავებულების საქმეს განიხილავდა. გიორგი არევაძე კი თიბისი ბანკისა და ნიკა გვარამიას საქმეებს განიხილავს.

გარდა ამისა, სიაშია შესული პროკურორი ვაჟა თოდუა, რომელიც 20 ივნისის საქმის პროკურორია. ოპოზიციამ ე.წ. შავ სიაში შეიყვანა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე და თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი ნუგზარ ჭონქაძე, რომელსაც ფეისბუქზე სულიკო კედელაშვილის სახელით ყალბი ანგარიში აქვს.

გუშინ, 9 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია სიის ახალ დასახელებაზე შეთანხმდა და მას "20 ივნისის სია" დაარქვეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია