შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენთან არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2020

აშშ ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გურიაში ვიზიტს და პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან, პარლამენტის სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან და მომღერალ ანზორ ერქომაიშვილთან ერთად შესრულებულ სიმღერასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს ტვ "მთავარის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუკ გვერდიდან გვიზიარებს:

"სიმღერა აახლოვებს.

ამჯერად ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისაბედ რუთიც კი ჩაიყვანა შორეულ გურიაში, კორუფციით და კრონიზმით ცნობილ ქოცდეპუტატ ოდიშარიასთან, ბიძინას "ლიჩნი" მომღერალ ერქომაიშვილთან (პირადად რომ გამოაგდებინა ახალ ხელისუფლებას გენიოსი უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრიდან) და სხვა წვრილწვრილ ქოცებთან ერთად პოლიფონიის შესაკრავად. იმ გურიაში, კინაღამ რომ ჩაქოლეს დამხვედრმა გურულებმა ჩასული დელეგაცია, შიმშილით ვკვდებით და რა კალანდა 2020ის საზეიმოდ ჩამოხვედით თქვენი ჯიპების ესკორტებითო.

აი, მაგალითად ჩვენთან, სასწაულებრივად უმოკლეს ვადაში გახსნილ მთავარ ოპოზიციურ არხზე, იმავე ქალაქში რომ მდებარეობს, რაც ამერიკის საელჩო, არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით. მით უმეტეს, გურულ პოლიფონიას - ნამეტნავად რთულია".

წერს გვარამია

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია