შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

18 იანვრამდე უნალექო ამინდი იქნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2020
13 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსი იქნება.14 იანვარს გამოიდარებს და 18 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 16-17 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16 იანვარს მოიღრუბლება, აცივდება, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს.თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება. 16 იანვარს კი ცივი, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია