შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2020
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთიდან დადასტურების კომპეტენციის უნარების გამოცდაზე 394 მასწავლებელი გავიდა. სხვა საგნებში კი ჯამში – 663.პედაგოგების გამოცდაზე ყველაზე მეტი მონაწილე ახალქალაქიდან იყო – 623, ყველაზე ცოტა ბორჯომიდან – 78.როგორც, პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, საგნის ჩაბარება შედარებით გაუჭირდათ დაწყებითი კლასის (I-IV), ასევე მათემატიკის მასწავლებლებს(I-IV), ხოლო ყველაზე მაღლი შეფასება დაფიქსირდა ბუნებისმეტყველებაში (I-VI) და ასევე რუსულ ენაში. დღეის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში 1 299 უფროსი მასწავლებელია, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 70 პედაგოგს აქვს, მენტორი კი მხოლოდ სამია.მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა 2019 წლის ორ ნოემბერს პროფესიული უნარების ტესტირებით დაიწყო და რვა ნოემბერს დასრულდა. [ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია