შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვის და სად შეუძლია გრიპის ვირუსზე უფასოდ აცრა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2020
ფოტო:facebook როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ამბობენ, გრიპის ვირუსის ვაქცინის მარაგი, სრულიად საკმარისია რისკ ჯგუფებისთვის. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებაც. ახალქალაქის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, რევაზ ალელიშვილი ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ვაქცინის მარაგისა და მომართვიანობის შესახებ ინფორმაციას ყოველკვირეულად აწვდის. „იმ შემთხვევაში, თუ მომართვიანობა გაიზრდება და არსებული მარაგი საკმარისი არ იქნება, მოვითხოვთ დამატებას. ამჟამად ამის საჭიროება არ არსებობს“, – ამბობს იგი. იგივე მდგომარეობაა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 2019 წლის ნოემბერში დაიწყო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, უფასო აცრა ხელმისაწდომია ორსულებისთვის, დიაბეტიანი, C ჰეპატიტის მქონე, აივ ინფიცირებული და დიალეზზე მყოფი ავადმყოფებისთვის. ასევე რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ბავშვთა სახლებში და მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფები. [რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია