შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური შემცირდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020

საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური იცვლება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განიხილავს პაკეტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების საფასურის 100 ლარით შემცირებას გულისხმობს.

პროექტის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მსგავსად, წყალმომარაგების ქსელზე მიერთების დიფერენცირებული საფასურები დაწესდება.

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ქსელზე მიერთების ხელმისაწვდომობა რომ გაზრდილიყო, შევიმუშავეთ პაკეტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებში მიერთების საფასური 400 ლარით განისაზღვრა. აქამდე 500 ლარი იყო. ამასთანავე, კომპანია ვალდებული იქნება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების საფასური 2 წელზე გაუნაწილდეს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიერთების საფასურის შემცირებაა დაგეგმილი იმ მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც საჭიროებენ დიდი დიამეტრის მილსადენებს. 100 და 150 მილიმეტრიან წყალარინების მილსადენებზე მიერთების აქამდე მოქმედ საფასურებს შორის დიდი სხვაობა იყო, რაც რიგ შემთხვევებში სადავო ხდებოდა.

შესაბამისად, ეს სხვაობა დაბალანსდა წყალარინების დიდი დიამეტრის მილსადენების მიერთების საფასურის შემცირებით. მაგალითისათვის 150 მმ წყალარინების მილის მიერთება თვითმმართველი ქალაქებისთვის 39%-ით მცირდება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის 57%-ით“, – განაცხადა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია