შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიღნაღში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020

სიღნაღში მომავალ წელს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება.

მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ამჟამად უკვე დაწყებულია კადრების მოძიების პროცესი. სასტუმრო ტურბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, რომლის ინვესტორიც ბიზნესმენი გივი ჩხარტიშვილია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განმატავენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 5 ვარსკვლავიან სასტუმროში სავარაუდოდ „შერატონი“ შევა.

სიღნაღში, ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება, რომელიც დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს.

პროექტს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი საინვესტიციო მოცულობა 21 მილიონი აშშ დოლარია.

130 ნომრიან სასტუმროში განთავსდება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი. პროექტი 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს მოიცავს, ხოლო საერთო სამშენებლო ფართი 14 000 კვ.მ-ია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია