შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს პრეზიდენტი გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გურიის ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრისას საუბარი რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას, მხარის ეკოლოგიას, ეკოსისტემასა და მათი შენარჩუნების ხერხებს შეეხო. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონის დეცენტრალიზაციის მნიშვნელობა და განვითარების სტრატეგიები. "მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის დეცენტრალიზაციის კუთხით დაწყებული პროცესები დაჩქარებული ტემპით გაგრძელდეს"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა გამოყო სამი პრობლემური საკითხი, რომელებიც სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს: ტენდერების პროცესის მოქნილობა, რეგიონის დეცენტრალიზაცია და მიწის რეგისტრაციის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
"გამოიკვეთა სამი ძირითადი პრობლემა, რომლებზე მუშაობასაც ჩემს ადმინისტრაციასთან და სხვა უწყებებთან ერთად ვაპირებ. ეს პრობლემები არ ეხება მხოლოდ გურიის რეგიონს, არამედ საზოგადოა" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილეებთან ერთად.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ხელისუფლების წარმომადგნელები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია