შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირანელმა წამყვანმა ჟურნალისტებმა ტელევიზიები დატოვეს: "მაპატიეთ, რომ 13 წელი ტყუილებს გიყვებოდით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020

ირანში სამთავრობო არხის ორმა ტელეწამყვანმა საკუთარი თანამდებობები დატოვეს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადეს იმის გამო, რომ 13 წლის განმავლობაში ცრუ, პროპაგანდისტულ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამის შესახებ წერს FOX NEWS-ი.

როგორც ჩანს, ჟურნალისტების გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა უკრაინული სამგზავრო ავიალაინერი ჩამოგდება ირანული არმიის მიერ და ის რეპრესიული სადამსჯელო ღონისძიებები, რომელიც გატარდა მშვიდობიანი მოქალაქეები მიმართ უსაფრთხოების სამსახურების მიერ.

„ჩემთვის ძალიან რთული იყო იმის დაჯერება, რომ ჩვენი ხალხი მოკლეს. მაპატიეთ, რომ ამის შესახებ გვიან გავიგე, მომიტევეტ იმისთვის რომ 13 წლის მანძილზე ტყუილებს გიყვებოდით“ ,- განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა ცნობილმა ჟურნალისტმა.

„დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიმიღეთ წამყვანად დღემდე. არასოდეს დავბრუნდები ტელევიზიაში.მაპატიეთ“ ,- განაცხადა ცნობილმა ჟურნალისტმა ზაჰრა ხატამიმ

წამყვანმა, საბა რადმა განაცხადა: „გმადლობთ, რომ ჩემი კარიერის, მრავალი წლის განმავლობაში მხარს მიჭერდით. ვაცხადებ, რომ IRIB-ში მუშაობის 21 წლის შემდეგ, არ შემიძლია, მედიაში მუშაობა გავაგრძელო. არ შემიძლია“.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია